ტრენინგი ერთმანეთის გაცნობით დავიწყეთ. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მოდულები. შევქმენით საქაღალდეები, რომელშიც გადმოვიტანეთ რამდენიმე რესურსი ინტელის სახელმძღვანეკოდან. აგრეთვე შევქმენით ახალი ბლოგი.
ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული . ტრენინგი დავიწყეთ გეგმის შაბლონის განხილვით. ვისაუბრეთ თუ როგორ ავირჩიოთ პროექტისთვის თემა. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, მიზნის კლასიფიკაცია. გადავათვარიერეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების სიტყვები., რომელიც უნდა გამოვიყენოთ პროექტის დაგეგმვისას. კარგი სტანდარტი რომ აგვერჩია გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვიმუშავეთ ზოგად , თემატურ შინაარსობრივ კითხვებზე.
Comments
Post a Comment